მიწოდებისა და დაბრუნების პირობები

მიწოდების წესები:

  1. ზოგადი პირობები

 

1.1 შპს ჯეოტეკ დისტრიბუციას  ინტერნეტ მაღაზიით , ტექნიკის შეძენისას საქონლის მომხმარებლისათვის მიწოდება ხდება მოცემული წესებით.

 

2.შეუფერხებლად ჩაბარების პირობები და თქვენი ვალდებულებები ნივთის/ნივთების თქვენთვის ჩაბარებისას

 

2.1 მიწოდების ჯგუფი უზრუნველყოფს შეკვეთის შეუფერხებლად ჩაბარებას, თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

  • სამანქანო გზა მიდის კორპუსთან ან სახლთან;

 

  • სადარბაზოში ან ეზოში გზა დაგებულია და უსაფრთხოა გადაადგილებისთვის;

 

  • კორპუსში ლიფტი მუშაობს და შესაძლებელია მისი გამოყენება;

 

  • კიბის საფეხურები არ არის დაზიანებული და აქვს მოაჯირი;

 

  • სადარბაზოსა თუ ეზოში არის გადასაადგილებელი სივრცე და არ არსებობს რაიმე სახის დაბრკოლება (მაგ. სამშენებლო მასალები ან ნარჩენები);

 

  • თუ ტექნიკის გაბარიტებიდან გამომდინარე, ნივთის ლიფტით გადაადგილება და საცხოვრებელ სახლში შეტანა შეუძლებელი იქნება, მიწოდების ჯგუფი, თქვენი თანხმობის შემდეგ, ნივთს ჩაგაბარებთ გარე სივრცეში, გაუხსნელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკვეთა საწყობში დაბრუნდება.

2.2 მომხმარებელი ვალდებულია:

 

  • არ ჩაიბაროს დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს ჯეოტეკ დისტრიბუციას
  • გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე;
  • დარწმუნდეს ვიზუალური ნაკლის არსებობის ან არარსებობის შესახებ;
  • გზავნილის ჩაბარებამდე შეამოწმოს ნივთების რაოდენობა.

 

 

 

2.3 იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია, ნივთები  შეკვეთილზე ნაკლებია ან გზავნილი არ შეესაბამება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შეკვეთას, მომხმარებელმა არ უნდა მიიღოს ნივთი და დაუყოვნებლივ განაცხადოს შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com, ან დაუკავშირდეს საინფორმაციო ცენტრს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 591 67 00 00

 

2.4 გაითვალისწინეთ, რომ ზემოთმოცემული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შპს „ალტა რითეილი“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნივთების ვიზუალურ ნაკლზე ან ნივთების რაოდენობაზე.

 

  1. მიწოდების ფასები და პერიოდი

 

3.1. მომხმარებელს შეკვეთისას საშუალება ეძელვეა თავად აირჩოს შესაძლო მიწოდების ვადებიდან სასურველი, მაგრამ აღნიშნული მონაცემი გამოიყენება მომხმარებილისათვის სასურველი მიწოდების საორიენტაციო ვადის დასადგენად და არ წარმოადგენს მიწოდების საბოლოოდ განსაზღვრულ ვადას, შესაბამისად, მიწოდების სავალდებულო პირობები განისაზღვრება მოცემული წესების 3.2 პუნქტით.

 

3.2.მიწოდების პერიოდი შეადგენს 3-5 სამუშაო დღეს, ქ. თბილისის ტერიტორიაზე, ხოლო თბილისს გარეთ არაუმეტეს 10 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ საინფორმაციო ცენტრი.იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ნივთის მიწოდების დამატებით პირობებს შეკვეთა გაუქმდება და თქვენ მიერ გადახდილი თანხა  დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 3-5 სამუშაო დღის ვადაში. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით.

 

  • 4 იმ შემთხვევაში, თუ შპს ჯეოტეკ დისტრიბუციას საინფორმაციო ცენტრის მიერ მიტანის ვადის დაგეგმვის შემდგომ თქვენ არ მიგიღიათ ნივთი/ნივთები ამ შემთხვევაში გააკეთეთ შესაბამისი შეტყობინება შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com ან ტელეფენის ნომერზე:
    591 67 00 00

 

 

  1. შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია პასუხისმგებლობა

 

4.1 თქვენ ნივთის შპს ჯეოტეკ დისტრიბუციის საიტზე შეძენით ეთანხმებით მოცემულ პირობებს. შპს ჯეოტეკ დისტრიბუცია პასუხს არ აგებს თქვენს მიერ მიწოდების წესებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგად წარმოშობილ ზიანზე.

 

 

 

  1. დაბრუნების პირობები:

14 კალენდარული დღის      განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს, გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენელი ტექნიკა, მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე. უკან დაბრუნება შესაძლებელია ორი გზით:  მომხმარებელმა თავად უნდა მიიტანოს ნივთი: ან მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების საფასური: გაბარიტული ნივთის უკან ტრანსპორტირება – 55ლ არაგაბარიტული ნივთის უკან ტრანსპორტირება- 20ლ დაბრუნების ვადა აითვლება: მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან. ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), საქონლის მფლობელობაში მიღებიდან. მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან. საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე.                                                                                                               

ნივთის დაბრუნების პირობები ფიზიკური პირებისთვის:

ნივთის დასაბრუნებლად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადი, სადაც მითითებული იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი
  • შეკვეთის თარიღი
  • შეკვეთის მიღების თარიღი
  • მომხმარებლის სახელი
  • მომხმარებლის მისამართი
  • მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული)
  • ფორმის შევსების თარიღი

განაცხადის გადაგზავნა შესაძლებელია დისტანციური მომსახურების დეპარტამენტის ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com

  • მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს, 14 კალენდარული დღისა;
  • ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
  • ნივთის უნაკლო, პირვანდელი მდგომარეობა დადასტურდება კომპანიისთვის გადმოცემის მომენტში;
  • ნივთის დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი;
  • მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება იმ ანგარიშსწორების ფორმით, რითიც თავდაპირველად ისარგებლა და იმავე პიროვნების ანგარიშის ნომერზე, ვინც განახორციელა გადახდის ტრანზაქცია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება);
  • თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის თავდაპირველი ნაკლი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით;
  • დაბრუნების მომენტში, მომხმარებელს ნივთში გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება;
  • ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით (აქსესუარები,დამტენი, კაბელები და ა.შ.) და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით.
    ყუთის გახსნა, საქონლის დათვალიერების მიზნით, არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად. ასევე, მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ. ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ არ დაბრუნდება აღნიშნული ნივთები/ვაუჩერები, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას;
  • მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტის მისამართზე.
    ნივთის დასაბრუნებლად უნდა დაუკავშირდეთ კომპანიას:
    საკონტაქტო: 591 67 00 00 ; 0322 56 07 77

ელ ფოსტა: info@geoteckltd.com

დაბრუნებას არ ექვემდებარება:

  • გთხოვთ, ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ ჩაიბარეთ შემოწმებული, გარეგნული ნაკლის არმქონე პროდუქტი;
  • ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, თუ მას აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება. მაგალითად, ქარხნული ყუთი/შეფუთვა (ყუთის გახსნა საქონლის დათვალიერების მიზნით არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად) ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო / IMEI კოდი;
  • ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობში დაბრუნდება და მათი დაზიანებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. ასევე, პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანიც თქვენი პასუხისმგებლობაა;
  • გთხოვთ, დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებსა და ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი;
  • გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისთვის გამოგზავნის მტკიცებულება.
კალათაში დამატებულია თქვენი პროდუქტი დაემატა კალათაში. მზად არის, როცა თქვენ იქნებით მზად!
გმადლობთ შენაძენისთვის! თქვენი შეკვეთა წარმატებით განთავსდა. თქვენ გამოგეგზავნათ დამადასტურებელი ელ.წერილი. გაცნობებთ, როგორც კი ის გაიგზავნება!